რა თანხას იღებენ ზამთრის ოლიმპიადის მედალოსნები სხვადასხვა ქვეყანაში?
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვების შემთხვევაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ფულად ჯილდოს არ გასცემს, თუმცა არაერთი ქვეყნის მთავრობა ან ეროვნული ოლიმპიური ორგანო მედალოსან სპორტსმენებს ფულად ბონუსებს სთავაზობს.
მაგალითისთვის, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას ქართულ წყვილს ისტორიული ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარი გადაეცემათ.
CNBC-მა გაავრცელა ინფორმაცია თუ რა თანხას იღებენ მედალოსანი სპორტსმენები სხვადასხვა ქვეყანაში. ამ მხრივ გამოირჩევა სინგაპური, სადაც ჩემპიონი 792 ათასი დოლარით ჯილდოვდება, მეორეადგილოსანი - 395 000 დოლარით, მესამეადგილოსანი კი - 197 000-ით:

გარდა ამისა, CNBC იმასაც წერს, რომ რამდენიმე სახელმწიფო სპორტსმენებს მედლისთვის თანხას არ უხდის. მათ შორისაა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანა - ნორვეგია. თუმცა, სამაგიეროდ, ნორვეგიელი ოლიმპიელები, ოლიმპიური კომიტეტისგან სტიპენდიის სახით, ყოველწლიურად 17 000 დოლარამდე იღებენ.
ამ მომენტისთვის 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე მეტი - 34 მედალი სწორედ ნორვეგიას აქვს მოპოვებული (16 ოქრო), მე-2 ადგილს 27 მედლით აშშ იკავებს, მესამეზე კი 26 მედლით მასპინძელი იტალიაა.