Belive

ქართველმა მოჭადრაკეებმა სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვეს

1 თვის წინ სხვა
1 წთ

იტალიის ქალაქ გალიპოლიში დასრულდა სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში. ქართველმა მოჭადრაკეებმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს და 3 მედალი მოიპოვეს.

  • +50 ასაკობრივ კატეგორიაში მიხეილ კეკელიძემ 11 ტურიდან 9 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

  • +65 ასაკობრივ კატეგორიაში ზურაბ სტურუამ 11 ტურიდან 8.5 ქულით მოწინააღმდეგეებთან I–VI ადგილები გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალი მოიპოვა.

  • +65 ასაკობრივ კატეგორიაში ნონა გაფრინდაშვილი 11-დან 7.5 ქულით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

დანარჩენ ქართველ მონაწილეთა შედეგები:

+50 ქალები:

  • ინგა ხურცილავა - 7 ქულა

  • სოფიკო ტერელაძე - 6.5 ქულა

  • სოფიო ნიკოლაძე - 6 ქულა

+50 ვაჟები:

  • ალექსანდრე ყაშაშვილი - 6.5 ქულა

  • ზაზა ხოფერია - 5 ქულა

მსოფლიო ჩემპიონატი სენიორთა შორის ორ ასაკობრივ კატეგორიაში +50 და +65 გაიმართა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდა და მონაწილეობდა 64 ქვეყნის 458 მოჭადრაკე.