უნგრეთის ქალაქ გიორში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართული ფინალის მოლოდინში ვიყავით, თუმცა ტატამზე მხოლოდ ვლადიმერ ახალკაცი გამოჩნდა და ავტომატურად გამარჯვება ჩაეთვალა.
81 კგ-მდე წონითი კატეგორის ფინალში ერთმანეთს ვლადიმერ ახალკაცი და თამაზ კირაკოზაშვილი უნდა შეხვედროდნენ. ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონია.