Belive

ქაჯაია 1/2-ფინალში იასმანი აკოსტას შეხვდება - იაკობის სტატისტიკა ჩილელ მეტოქესთან

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში იაკობ ქაჯაიამ ოლიმპიადის მერვედფინალური (მატი ელიას კუსმანენის წინააღმდეგ) და მეოთხედფინალური (სერგეი სემიონოვის წინააღმდეგ) ეტაპები წარმატებით დასძლია და ნახევარფინალში გავიდა. ქართველი მოჭიდავის მომავალი მეტოქე კუბაში დაბადებული იასმანი აკოსტა ფერნანდესია, რომელიც ჩილეს სახელით ასპარეზობს. სპორტსმენები აქამდე ერთმანეთს ერთხელ, 2019 წელს, ნურ-სულთანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის რეპეშაჟში შეხვდნენ, სადაც ქაჯაიამ იმარჯვა (2:1), ამავე მსოფლიო ჩემპიონატზე იაკობმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალი ჩილელის ანგარიშზეცაა, რომელსაც 2017 წელს, პარიზში დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ მაშინ იასმანი აკოსტამ მეოთხედფინალში ქართველი ლევან არაბული დაამარცხა. ნახევარფინალური შეხვედრები დღეს, თბილისის დროით 13:15 საათიდან დაიწყება.
ქაჯაიას მოგება იასმანი აკოსტასთან, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი:

სხვა სტატიები