Belive

პუტინთან კავშირის გამო, F1-ის რუსი მრბოლელის ოჯახს €105-ის მილიონის ქონება ჩამოართვეს

2 წლის წინ სხვა
2 წთ
იტალიის პოლიციამ რუს ნიკიტა მაზეპინსა და მისი ოლიგარქ მამას, დიმიტრის,105 მილიონი ევროს ღირებულების ქონება ჩამოართვა. ინფორმაცია იტალიის ფინანსურმა პოლიციამ დაადასტურა. Haas-ის ყოფილი მრბოლელი და მამამისი ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა შორის არიან, რომელიც უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის შემდეგ ამოქმედდა. თებერვალში, დიმიტრი მაზეპინი რუსეთის პრეზიდენტმა 36 ბიზნესმენთან ერთად საერთო შეხვედრაზე მიიწვია - მათ უნდა განეხილათ, თუ როგორ იმოქმედებდა სანქციები რუსეთზე. ამის შემდეგ, დიმიტრი მაზეპინს ევროკავშირმა "ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი" უწოდა. იტალიის ფინანსური პოლიციის განცხადებაში ვკითხულობთ: „დაახლოებით 105 მილიონი ევროს ღირებულების უძრავი ქონება გაყინულია. ქონება მიეკუთვნება რუს მილიარდერს, დიმიტრი არკადიევიჩ მაზეპინსა და მის ვაჟს, ნიკიტა დიმიტრიევიჩ მაზეპინს, რომელიც 5 მარტამდე, ფორმულა 1-ში ასპარეზობდა".

აღნიშნულთა დაკავშირებით, მაზეპინების სპიკერმა თქვა, რომ "დიმიტრისა და ნიკიტას განცხადების გაკეთება არ სურთ". სარდინიაზე მდებარე ქონების ჩამორთმევამდე, ნიკიტა მაზეპინმა BBC-თან ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ სანქციებს არ ეთანხმებოდა და მის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებდა. 2021 წლის სეზონში, იგი Haas-ის გუნდის მრბოლელი იყო და ბოლო ადგილი დაიკავა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე დღეს, ცნობილმა ტელეწამყვანმა, ჯერემი კლარქსონმა, Twitter-ის საშუალებით ასეთი მიმართვა გაავრცელა 👇