პირველი მოყვარული, რომელიც სნუკერის მსოფლიო ჩემპიონი გახდა
2025 წელს სნუკერს ახალი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს და ეს ჩინელი, 28 წლის ჟაო სინტონგია. სნუკერის ამ მოთამაშემ სპორტის ისტორია 2 კუთხით შეცვალა. პირველი ისაა, რომ ჟაო პირველი აზიელია, რომელმაც ტიტულის მოპოვება შეძლო, ის ასევე პირველი მოყვარულია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.
სინტონგმა ორშაბათს საღამოს, Crucible Theatre-ში, ინგლისში, სამგზის ჩემპიონი მარკ უილიამსი 18-12 დაამარცხა და ამ სპორტის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.
როგორც The Guardian იტყობინება, მის მშობლიურ ჩინეთში, საფინალო მაგიდას 150 000 000 ადამიანი ადევნებდა თვალყურს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ათ პროცენტზე ოდნავ მეტია, მაჩვენებელი განსაცვიფრებელია გაერთიანებულ სამეფოსთან შედარებით. დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 68 400 000 ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთში ჟაოს, ბრიტანეთის მოსახლეობაზე ორჯერ მეტი ადამიანი გულშემატკივრობდა.
ფინალში გასვლის გზაზე ჟაომ ჯეკ ჯონსი, ლეი პეიფანი, კრის უეიკელინი და რონი ო’სალივანი დაამარცხა.
სინტონგმა, რომელსაც გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის გამო 20-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ მოყვარულთა სტატუსი მიანიჭეს, თავისი ტიტულით 500 000 ფუნტი სტერლინგი მოიგო.
The moment Zhao Xintong became a World Champion! 🏆 pic.twitter.com/GTUoJcbafO
— TNT Sports (@tntsports) May 5, 2025