პერეირა ამბობს, რომ დოლიძესთან ბრძოლა არ სურს
9 თვის წინ
სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, რომან დოლიძის მეტოქე ენტონი ერნანდესი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ტრავმის გამო, Fluffy ბრძოლას ჩაეხსნა და UFC-მ მის შემცვლელად მიშელ პერეირა გამოძებნა. ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა სპორტულმა გამოცემებმაც გაავრცელეს.
მიუხედავად ამისა, პერეირა აცხადებს, რომ დოლიძესთან ბრძოლა არ სურს. მიშელი და რომანი ერთ დარბაზში ვარჯიშობენ, პერეირაც სწორედ ამას ასახელებს მთავარ მიზეზად.
მე ბრძოლას არ დავთანხმებულვარ. მე ამ ადამიანთან ერთად, P.I.-ში და Xtreme Couture-ში ყოველდღე ვვარჯიშობ. ის თანახმაა, მე არა. გამიკვირდა, რომ ბრძოლას დათანხმდა, ეს მისი პრობლემაა. მე დოლიძეს როგორც სპარინგ პარტნიორად, მეგობრად აღვიქვამ.
ჩხუბისთვის მოსამზადებლად ახალი დარბაზის ძებნა მომიწევს. Xtreme-ში ახალი ვარ. ბრძოლა ერთ თვეშია და არც კი ვიცი სად ვივარჯიშო. - განაცხადა პერეირამ
თავის მხრივ შექმნილ სიტუაციას რომან დოლიძეც გამოეხმაურა.
დიახ, ჩვენ ერთად ვვარჯიშობთ.
მითხრეს, რომ ის ბრძოლას 8 ივნისს დათანხმდა და არა 1 ივნისს, როცა თავიდან უნდა მებრძოლა. თარიღის შეცვლა UFC-მ მთხოვა. გუშინ კონტრაქტი გამომიგზავნეს.
თუ თარიღის შეცვლას ისევ მთხოვენ და ის თანახმა იქნება, კონტრაქტს აუცილებლად ხელს მოვაწერ. - წერს რომან დოლიძე
შეგახსენებთ, რომ რომანისა და მიშელის ბრძოლა 9 ივნისს ლუისვილში ჩაინიშნა.