პედი პიმბლეტი ისევ თოფურიაზე იწევს
ინგლისელი მებრძოლი, პედი პიმბლეტი ისევ ამტკიცებს, რომ ილია თოფურიას დამარცხება შეუძლია. 2 წლის წინ, ილიასა და პიმბლეტს შორის კონფლიქტი მოხდა, ლონდონის სასტუმროში, სადაც მებრძოლები ერთად იმყოფებოდნენ, პიმბლეტმა თოფურიას ხელის სადეზინფექციო ხსნარი ესროლა, რასაც ქართველის მარჯვენა ჰუკი მოჰყვა და პედიმ ჩანიშნული ბრძოლის გარეშე იცის ილიას მუშტის ძალა. საჩემპიონო ქამრის ბრწყინვალე დაცვის შემდეგ, პიმბლეტს ისევ ჰგონია, რომ თოფურიას დაამარცხებს.
Ilia Topuria and Paddy Pimblett incident today at #UFCLondon hotel
— Carlos Contreras Legaspi 🦁 (@CCLegaspi) March 15, 2022
Here’s the footage from @Topuriailia team @ESPNDeportes pic.twitter.com/r3pC1MmuKi
მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ბიჭს დავამარცხებ. რაც არ უნდა ექნა მას ჰოლოუეისთან, აზრს არ შევიცვლიდი. მაქსი უკეთესი მოკრივეა, ილია კი უკეთესი 'სვინგერი', თოფურიამ ის გაცვლებში დაიჭირა - მძიმე დარტყმით.
ვულოცავ თოფურიას. ვერ დაველოდები ვოლკანოვსკის როდის მოუნდება მასთან ჩხუბი, მე ნებისმიერ წამს მზად ვარ. - განაცხადა პედი პიმბლეტმა
ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა. აბუ დაბიში გამართულ UFC 308-ის საღამოზე, ილიამ ნამდვილი შოუ დადგა და აქამდე 'გაუთიშავი' მაქს ჰოლოუეი ნოკაუტით დაამარცხა. ილიას დაუმარცხებელი რეკორდი 16-მდე გაიზარდა. ალექს ვოლკანოვსკის, რომელსაც თოფურიასთან რევანშის სურვილი აქვს, ილიამ თანხმობა განუცხადა და აღნიშნა, რომ 'ვოლკი' ისე იმსახურებს რემატჩს, როგორც სხვა არავინ.