Belive

პარალიმპიადა 2020 - ინა ქალდანი და რევაზ ჩიკოიძე ფინალში იასპარეზებენ

2 წლის წინ სხვა
1 წთ
დღეს ტოკიოს პარალიმპიადაზე ორი ქართველი პარაძიუდოისტი - ინა ქალდანი (-70კგ) და რევაზ ჩიკოიძე (+100 კგ) ასპარეზობს. ორივე სპორტსმენმა ფინალამდე გზა წარმატებით გაიარა. ინა ქალდანმა მექსიკელი და იაპონელი მეტოქეების დამარცხება შეძლო, ფინალში კი ბრაზილიელ მალდონადოს შეხვდება. ჩიკოიძემ მერვედფინალში იაპონელ მეტოქესთან იმარჯვა, ნახევარფინალში კი - უზბეკთან. ქართველი პარაძიუდოისტი გადამწყვეტ ბრძოლაში მოჰამად ხეიროლაზადეს (ირანი) დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 11:30 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები