Belive

"ოქტაგონზე დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებ, რადგან მას დავანოკაუტებ" - გიგა ჭიკაძე

4 თვის წინ სხვა
1 წთ

28 ივლისს UFC-ის ოქტაგონზე ქართველ მებრძოლს ვიხილავთ. ინგლისში გასამართ UFC 304-ზე გიგა ჭიკაძე ადგილობრივ არნოლდ ალენს შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება ორივე სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მარცხი ნებისმიერი მებრძოლისთვის კარგი პოზიციის დაკარგვას ნიშნავს.

ბრძოლები ახლოვდება და მებრძოლები ჟურნალისტების წინაშე წარდგნენ. "ნინძამ" ჩხუბამდე რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მინდოდა ისეთ ბიჭთან მეჩხუბა, რომელიც რეიტინგში ჩემზე მაღლა იქნებოდა. არნოლდი ჩემზე მაღლა არის. გარდა ამისა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. აღსანიშნავია, რომ 2020-ს შემდეგ, ალენმა ჩემთან ჩხუბზე ორჯერ თქვა უარი.

გულშემატკივრები თვლიან, რომ ბოლო ბრძოლაში მან მოიგო. ეს ალენს კარგ პოზიციაში აყენებს. მას აღვიქვამ მოწინააღმდეგედ, რომელსაც ჩემი ქამრისთვის ბრძოლაში დაბრუნება შეუძლია.

ის ამბობდა, რომ გიგა მხოლოდ სტრაიკერებთან ჩხუბს იღება. რა თქმა უნდა ეს ასეა. მეც სტრაიკერი ვარ და სტრაიკერებთან ბრძოლა ძალიან სახალისოა. მოჭიდავეებისთვის ან გრეპლერებისთვს უარი არასდროს მითქვამს. ეს ჩემთვის უკეთესია, რადგან როცა ეს ბიჭები ჩემთან ჭიდაობას იწყებენ უფრო მალე ითიშებიან. ოქტაგონზე დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებ, რადგან მას დავანოკაუტებ.

როგორც ქართველი გულშემატკივრისთვის და ზოგადად ქართველისთვის, ილია გამარჯვება ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო. იგივე შემიძლია მერაბზე ვთქვა. ეს ისტორიული დღე იყო. მე ტიტულისკენ სვლას განვაგრძობ და არავინ იცის ხვალ რა მოხდება.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლოს საქართველო 2 ჩემპიონი ეყოლება. ო'მალისთან ბრძოლაში ის ფავორიტია. შონის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ვფიქრობ, რომ მერაბის მანქანის საბრძოლო სტილი ყველასთვის შემაწუხებელია.

ამ მომენტში ყველაფერი მაქვს რაც მინდა. ჩემი აქ ყოფნის მიზეზი არის, რომ მინდა ჩემპიონი გავხდე. მინდა ვიყო საუკეთესო და ყოველ წელს ეს ჩემი მიზანია. - განაცხადა გიგა ჭიკაძემ

როგორც უკვე გითხარით გიგა ბრძოლა მანჩესტერში გაიმართება და ბუნებრივია ეს ქალაქი ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენელია. "ნინძამ" "მანჩესტერ იუნაიტედის" მიმართ სიმპათიები გამოხატა და საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებაც ისაუბრა.

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საოცარი შეგრძნება იყო. ვფიქრობ 2024 ჩვენი წელია. ევროპაზე პირველად გავედით და პორტუგალიის წინააღმდეგ გამარჯვებაც მოვიპოვეთ. კრიშტიანუ რონალდუს დამარცხება ცალკე ლეგენდარული მომენტია. საქართველოს ნაკრების უმრავლესობას ახალგაზრდა მოთამაშეები წარმოადგენენ. შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ფოტო, სადაც ეს ბიჭები 8-10-12 წლიანი არიან. სწორედ ამ ბავშვებმა დაამარცხეს კრიშტიანუ რონალდუ. - განაცხადა გიგა ჭიკაძემ

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა გიგამ ალექს კასერესის წინააღმდეგ ჩაატარა. "ნინძამ" სამრაუნდიან დაპირისპირებაში მისი მოწინააღმდეგე ქულებით დაამარცხა თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, გამარჯვებით დაბრუნდა.

რაც შეეხება ალენს, ინგლისელმა მებრძოლმა ბოლო ორი ბრძოლა წააგო. არნოლდი ევლოევთანაც და ჰოლოუეისთანაც ქულებით დამარცხდა. ჭიკაძესთან გამარჯვება ალენს ჰაერივით სჭირდება.

იმ შემთხვევაში თუ გიგა ამ ბრძოლას მოიგებს, რეიტინგში მე-6 პოზიციაზე გადავა და სატიტულო ბრძოლაშიც ჩაერთვება.

ჭიკძის ბრძოლა გამთენიისას 06:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები