Belive

ოფიციალურად: საბა საზანოვი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებს 

1 წლის წინ სხვა
3 წთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებით, მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელი, საბა საზანოვი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ითამაშებს.

ამის შესახებ ინფორმაცია სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთში დაბადებული და გაზრდილი 20 წლის ფეხბურთელი საქართველოს მოქალაქეობის არჩევის შემდეგ, ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდა.

"ეროვნული გუნდებში მიმდინარე სელექციის შესახებ აზრი, არაერთხელ დავაფიქსირეთ. ჩვენი პოზიცია და საერთო შეხედულებები უცვლელია. ამასთანავე, ვთლით, რომ ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს სანაკრებო სისტემაში ყოველთვის უნდა მივცეთ იმის შანსი, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და საბოლოოდ, მათი პროფესიული წინსვლა შემდეგ გამოადგეს ეროვნულ გუნდებს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს.

საბა საზანოვს, სამწვრთნელო შტაბთან ერთად დიდიხანია ვაკვირდებით, ადრეც გვქონდა მასთან და მის ოჯახთან კომუნიკაცია. საბას დედა ქართველია და თვითონ მოთამაშეც საქართველოს მოქალაქე გახლავთ. გვიხარია, რომ საბამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა. ის ნამდვილად ნიჭიერი მოთამაშეა და ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალა იქნება. ახლა უკვე ველით საწვრთნელი პროცესის დაწყებას და 21-წლამდელების იმ მნიშვნელოვან მატჩებს, რომლებიც პორტუგალიაში და თურქეთში გველოდება", -
თქვა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის თვეში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის შემდეგნაირია:

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი).

მცველები: ივა გელაშვილი (სიონი ბოლნისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), დავით სამსონია (შუქურა ქობულეთი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლევან ხარაბაძე (პაფოსი, კვიპროსი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ბექა ხარაიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა საზანოვი (დინამო მოსკოვი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (თელავი).

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კალენდარი სექტემბრის თვეში:

  • 24 სექტემბერი - პორტუგალია V საქართველო
  • 27 სექტემბერი - თურქეთი V საქართველო