UFC მორიგი გამორჩეული ბრძოლისათვის ემზადება. უკანასკნელი ცნობების თანახმად, ხაბიბ ნურმაგომედოვი და ტონი ფერგიუსონი 2020 წელს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
UFC-ის ორი ლეგენდარული მებრძოლის დაპირისპირების თარიღი რამდენჯერმე დაანონსდა თუმცა გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე თარიღები იცვლებოდა. ნურმაგომედოვისა და ფერგიუსონის ტრავმებმა, ასევე წონასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მათი ოქტაგონზე დაპირისპირების თარიღი 2020 წლამდე გადადო.
უკანასკნელი ცნობების თანახმად, ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა 2020 წლის 18 აპრილს, ბრუკლინში გაიმართება. ხაბიბმა კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი, რაც მისმა აგენტმა, ალი აბდელაზიზმაც დაადასტურა.