Belive

ოფიციალურად: მეისონ მაუნტი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია

9 თვის წინ სხვა
2 წთ

ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - მეისონ მაუნტი საკლუბო კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.

24 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა, რომელიც 1 წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

"არასოდეს არის ადვილი იმ კლუბის დატოვება, რომელშიც გაიზარდე, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება ახალი საინტერესო გამოწვევა ჩემი კარიერის შემდეგი ეტაპისთვის. მათ წინააღმდეგ თამაშის დროს ვიცოდი თუ რამდენად ძლიერი გუნდი იყო, რომელსაც ახლა ვუერთდები და მოუთმენლად ველი რომ ვიყო ამ გუნდის ნაწილი მთავარი ტიტულების მოპოვებაში.

ყველა ხედავს, რომ კლუბმა ერიკ ტენ ჰაგის დროს ნაბიჯები წინ გადადგა. მას შემდეგ, რაც შევხვდი მწვრთნელს და განვიხილეთ მისი გეგმები, შეუძლებელია, რომ არ ვიყო უფრო ამაღლებული განწყობით მომავალი სეზონებისთვის და მზად ვარ იმ მძიმე შრომისთვის, რაც აქ მელის.

ძალიან ამბიციური ვარ: ვიცი, რა საოცარი გრძნობაა მთავარი ტიტულების მოგება და რა არის საჭირო ამის მისაღწევად. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისევ განვიცადო ეს "მანჩესტერ იუნაიტედში", - თქვა მეისონ მაუნტმა.

მაუნტი ლონდონის "ჩელსის" აკადემიის აღზრდილია და ამ კლუბის მთავარი გუნდის შემადგენლობაში 195 მატჩში 33 გოლის გატანა და 37 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ინგლისელმა ფეხბურთელმა უეფას ჩემპიონთა ლიგის, უეფას ევროპის სუპერ თასის და ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება მოახერხა.