Belive

"ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მალე დავბრუნდები" - მერაბ დვალიშვილი

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა - მერაბ დვალიშვილმა, ხელზე ოპერაცია ჩაიტარა, რომელიც წარმატებით დასრულდა. სუპერმსუბუქი დივიზიონის ნომერ პირველმა მებრძოლმა, წარსულში მიღებული ტრავმის გამო, ოპერაცია მარჯვენა ხელზე ჩაიტარა და ახლა სარეაბილიტაციო პროცესს გაივლის.

Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ "სთორიში", დვალიშვილმა აღნიშნა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ოქტაგონზე რაც შეიძლება მალე დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ოპერაციის დროს, დვალიშვილს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი - გიგა ჭიკაძე ახლდა თან, რომელიც საპასუხისმგებლო მომენტში მეგობარს ამხნევებდა.

View this post on Instagram

A post shared by Merab Dvalishvili (@merab.dvalishvili)

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, დვალიშვილმა ჰენრი სეჰუდოსაც მიმართა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოიწვია:

"სტერლინგთან ბრძოლის შემდეგ გამომიწვიე და დაუყოვნებლივ დაგთანხმდი, მაგრამ UFC-სგან ოფიციალური შემოთავაზება ან კონტრაქტი არ მიმიღია. ახლა ოპერაციას ვიტარებ და დროებით მოცდა მოგიწევს".



სხვა სტატიები