ო'მალისთან პოტენციურ ბრძოლაში მერაბი ფავორიტია
9 თვის წინ
სხვა
1 წთ
მას შემდეგ რაც მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა, დანა უაითმა დაადასტურა, რომ მერაბ დვალიშვილი სატიტულო ბრძოლას მიიღებდა. სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო'მალიმ მარლონ ვერა დაამარცხა და ჩემპიონოს ქამარი წარმატებით დაიცვა.
საინტერესო ის არის, რომ "შუგამ" არა მერაბი. არამედ ილია თოფურია გამოიწვია. ბევრი გულშემატკივარი თვლის, რომ შონი დვალიშვილს გაურბის. ო'მალიმ ეს პირდაპირ განაცხადა.
როცა ორ მკვლელ ბიჭთან თამში საშუალება გაქვს, იმას უნდა ეჩხუბო რომელიც მეტ ფულს მოგიტანს. - განაცხადა "შუგამ" ESPN MMA-სთან საუბრისას
ჯერჯერობით არ ვიცით შედგება თუ არა მერაბისა და ო'მალის შორის დაპირისპირება. თუმცა, ბუკმეიკერებმა კოეფიციენტები უკვე გამოთვალეს. თუ "მანქანისა" და "შუგას" ბრძოლა შედგება ქართველი ფავორიტი იქნება.