Belive

ოლიმპიურმა ჩემპიონმა კარიერა 22 წლის ასაკში დაასრულა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
რუტა მეილუტიტემ, 22 წლის ასაკში კარიერა დაასრულა - ლიტველ ოლიმპიურ ჩემპიონს 100-მეტრიან დისტანციაზე, ბრასის სტილით, მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული, თუმცა მისი კარიერა ისეთივე წარმატებით ნამდვილად არ განვითარდა, რა პოტენციალიც მას გააჩნდა. ერთი წლის განმავლობაში, მეილუტიტე დოპინგ ტესტზე 3-ჯერ არ გამოცხადდა, რითაც მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) წესები დაარღვია. ამასთან, 1 წლის წინ მან განაცხადა, რომ მწვავე დეპრესიას ებრძოდა, რაც მისი ნაადრევი წარმატებით იყო გამოწვეული. "ჩემი ცხოვრება ბავშვობიდან ცურვას მივუძღვენი. ძალიან მკაცრი რეჟიმიდან გამომდინარე, სწავლას ვერ ვახერხებდი. მინდა რომ უფრო მეტად გავიზარდო, უკეთესად გავიცნო ჩემი თავი და ზოგადად, მსოფლიო. დიდ მადლობას გიხდით, ისეთი ცხოვრება ვნახე, რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდი. შევხვდი შესანიშნავ ადამიანებს და ასევე, მსოფლიოს დიდი ნაწილი ვიხილე. მე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, რომლის გამოყენება საცურაო აუზის გარეთ მსურს, ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება," აღნიშნა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.    

სხვა სტატიები