Belive

ოლიმპიური ჩემპიონი და კრივის ლეგენდა გარდაიცვალა

8 თვის წინ სხვა
1 წთ

76 წლის ასაკში, კრივის ლეგენდა - მძიმე წონის ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიური ოქროსმედალოსანი, ჯორჯ ფორმანი გარდაიცვალა.

"ბიგ ჯორჯმა" კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კარიერით დაგვამახსოვრა თავი. 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის პარალელურად, ფორმანი ორჯერ გახდა მძიმე წონის ჩემპიონი. განსაკუთრებით საინტერესოა მეორე საჩემპიონო ქამარი, რის შემდეგად ის ოფიციალურად გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი.

ჯორჯ ფორმანმა ჩემპიონის პირველი ტიტული 1974 წელს, ლეგენდარულ მუჰამედ ალისთან დათმო, თუმცა კარიერის განმავლობაში 76 გამარჯვება (68 ნოკაუტი) მოიპოვა. ფორმანმა მოკრივის პროფესიონალური კარიერა 1997 წელს დაასრულა.