Belive

ოლიმპიადა | რომელი ქვეყნები ლიდერობენ მედლების რაოდენობით?

9 თვის წინ სხვა
2 წთ

პარიზის ოლიმპიადის დაწყებიდან 6 დღე გავიდა. ამ მომენტისთვის მედლების საერთო ჩათვლაში ჩინეთი ლიდერობს, რომლის ანგარიშზეც 9 ოქრო, 7 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა. ჩინელებმა ყველაზე მეტი, 3-3 ოქრო, ტყვიის სროლასა და წყალში ხტომაში მოიპოვეს.

მეორე ადგილს 8 ოქროს, 10 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედლით მასპინძელი საფრანგეთი იკავებს.

პირველი აგვისტოს მონაცემებით, ყველაზე მეტი, 30 მედალი (5 ოქრო, 13 ვერცხლი, 12 ბრინჯაო), აშშ-ს ნაკრებს აქვს მოპოვებული, რომელიც საერთო ჩათვლაში მეშვიდეა. საფრანგეთი ამ მხრივაც მეორეა (26 მედალი).

ლაშა ბექაურის ტრიუმფის შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა რეიტინგში მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. ქართველი ოლიმპიელების ანგარიშზე 1 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალია.

ქვეყნები, რომლებიც მედლების რაოდენობით ლიდერობენ:

  1. ჩინეთი - 9 ოქრო, 7 ვერცხლი, 3 ბრინჯაო

  2. საფრანგეთი - 8 ოქრო, 10 ვერცხლი, 8 ბრინჯაო

  3. იაპონია - 8 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო

  4. ავსტრალია - 7 ოქრო, 6 ვერცხლი, 3 ბრინჯაო

  5. დიდი ბრიტანეთი - 6 ოქრო, 6 ვერცხლი, 5 ბრინჯაო

  6. სამხრეთ კორეა - 6 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო

  7. აშშ - 5 ოქრო, 13 ვერცხლი, 12 ბრინჯაო

  8. იტალია - 3 ოქრო, 6 ვერცხლი, 4 ბრინჯაო

  9. კანადა - 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო

  10. გერმანია - 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო

  11. ჰონგ-კონგი - 2 ოქრო, 2 ბრინჯაო

  12. შვედეთი - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო

  13. ნიდერლანდები - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

  14. საქართველო - 1 ოქრო, 1 ვერცხლი

  15. ახალი ზელანდია - 1 ოქრო, 1 ვერცხლი

დღეს მედლები ძიუდოში, მძლეოსნობაში, ნიჩბოსნობაში, მხატვრულ ტანვარჯიშში, სროლაში, აფროსნობაში, ფარიკაობაში, ცურვასა და სერფინგში გათამაშდება.

სხვა სტატიები