Belive

ოლიმპიადა | ქართველი ბირთვის მკვრელი დოპინგის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს

3 წლის წინ სხვა
1 წთ

ქართველი ბირთვის მკვრელი, ბენიკ აბრამიანი დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო, ტოკიოს ოლიმპიადიდან წინასწარი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ინფორმაციას NBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მძლეოსანს ორგანიზმში სამი აკრძალული პრეპარატი - დეჰიდროქლორომეთილ-ტესტოსტერონი, მეტანდიენონი და ტამოქსიფენი დაუფიქსირდა. აბრამიანს უფლება აქვს, რომ კიდევ ერთი ტესტის ჩატარება მოითხოვოს. 36 წლის სპორტსმენს ასპარეზობა დღეს საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა დაეწყო. NBC-ის ინფორმაციით, ეს ტოკიოს ოლიმპიადაზე დოპინგის აღმოჩენის მეორე შემთხვევაა.


სხვა სტატიები