ოფიციალურად: UFC-ს ერთ-ერთი ივენთი აზერბაიჯანში გაიმართება
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
UFC-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ერთ-ერთ მათ ღონისძიებას აზერბაიჯანი კერძოდ კი ბაქო უმასპინძლებს. ბრძოლა 21 ივნისს ჩაინიშნა, სადაც მთავარი ორთაბრძოლა ჯამალ ჰილის და ხალილ რანთრის დაპირისპირება იქნება.
პარტნიორობა UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმა და აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ფარიდ გაიბოვმა, მაიამიში UFC 314-ის წინ ხელმოწერის ცერემონიაზე დაადასტურეს.
აზერბაიჯანსა და ქალაქ ბაქოს უზარმაზარი გლობალური სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის წარმოუდგენელი ისტორია აქვთ, ჩვენ ბევრი შესანიშნავი სპორტსმენი გვყავს ამ ქვეყნიდან და ბუნებრივია, რომ ეს ჩვენთვის მომავალი დანიშნულების პუნქტი იყო. მოხარული ვართ, რომ ჩვენი სადებიუტო ღონისძიება აზერბაიჯანში 21 ივნისს გაიმართება. - დანა უაითი - UFC-ის პრეზიდენტი
UFC-ის მასპინძლობა ბაქოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენთვის, რათა განვავითაროთ აზერბაიჯანი, როგორც რეგიონალური სპორტული ლიდერი. ბაქომ დაიმკვიდრა თავი, როგორც ძირითადი გლობალური სპორტული ღონისძიებების პარტნიორი.
UFC-სთან ეს პარტნიორობა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს რეპუტაციას, როგორც გლობალურ სპორტულ ცენტრს, რაც აჩვენებს ჩვენს ერთგულებას სპორტის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ. - ფარიდ გაიბოვი - ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი
It’s official! 🇦🇿
— UFC (@ufc) April 11, 2025
We are coming to Azerbaijan for #UFCBaku on June 21! pic.twitter.com/QoMqdn3aKR