Belive

ოფიციალურად | ტედი რინერი და კლარის აგბენენუ პარიზის გრანდ სლემს ჩაეხსნენ

14 საათის წინ სხვა
1 წთ

1-2 თებერვალს, წლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი - პარიზის გრანდ სლემი გაიმართება.

პარიზის ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, პარიზის გრანდ სლემზე დაბრუნებას აპირებდნენ ტედი რინერი და კლარის აგბენენუ, თუმცა თავად სპორტსმენებმა დაადასტურეს, რომ ისინი პარიზის გრანდ სლემს ტრავმის გამო გამოაკლდებიან.

"პარიზში არ ვიასპარეზებ, რადგან მზად არ ვარ. 2025 წლის დასაწყისიდანვე მინდოდა ტურში ჩართვა, თუმცა ტრავმები ხელს არ მიწყობს და ვინაიდან და რადგანაც მსურს, რომ 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე ვიასპარეზო, დროა თავს ბოლომდე მივხედო.

წლის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე ვიჭიდავე, თუმცა იდაყვის ტრავმა მივიღე და ოპერაციას ვიკეთებ..." - ტედი რინერი

რაც შეეხება კლარის აგბენენუს, მისი კონკრეტული ტრავმის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოლიმპიური და 6-გზის მსოფლიო ჩემპიონი პარიზის გრანდ სლემიდან მოეხსნა.

ტედი რინერი ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე 7 მედალი მოიპოვა, ასევე პირველი ძიუდოისტია ისტორიაში, რომელმაც 5-ჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება (3-ჯერ ინდივიდუალურად, 2-ჯერ გუნდურ შეჯიბრში).

შეგახსენებთ, რომ გარდა ოლიმპიური ჩემპიონობისა, ტედი რინერი 11-გზის მსოფლიოსა და 5-გზის ევროპის ჩემპიონია.

კლარის აგბენენუ კი 3-გზის ოლიმპიური (2-ჯერ გუნდურში, ხოლო ერთხელ ინდივიდუალურად), 6-გზის მსოფლიოსა და 4-გზის ევროპის ჩემპიონია.

სხვა სტატიები