Belive

ოძეკი გოეიდომ კარიერა დაასრულა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
იაპონური სუმოს ასოციაცია ოძეკი გოეიდოს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 33 წლის გოეიდომ 2020 წლის ჰაცუ ბაშოზე კარიერაში პირველად ოძეკის წოდება დაკარგა. ოძეკის პრივილეგიის თანახმად მას ჰარუ ბაშოზე სეკივაკეს რანგში გამოსვლის დროს, 10 გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში ოძეკობის დაბრუნების შანსი ექნებოდა, თუმცა როგორც ჩანს იაპონელი სეკიტორი ამ ყველაფერს არ გააკეთებს, ვინაიდან მან კარიერა დაასრულა. 2005 წლის იანვრიდან დღემდე გოეიდომ საკმაოდ ბევრი პრიზი და ტიტული მოიპოვა, მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული, რა თქმა უნდა, მაკუუჩი დივიზიონის ჩემპიონობა გახლდათ, რომელიც მან 2016 წლის სექტემბერში მოიპოვა (15-0). გოეიდომ კარიერის დასრულების მთავარ მიზეზად ოძეკობის დაკარგვა გამოაცხადა. როგორც იაპონელი რიკიში აცხადებს, მას არ სურს, რომ სეკივაკეს ან უფრო დაბალი რანგის ქვეშ იასპარეზოს - შესაბამისად გამოაცხადა ინტაი (ინტაი - კარიერის დასრულება).

სხვა სტატიები