Belive

ნურმაგომედოვი: "მხოლოდ ერთი მეტოქის დამარცხებით მივიღე სიამოვნება"

4 წლის წინ სხვა
1 წთ
2018 წელს, UFC 229-ის ეგიდით გამართულ ბრძოლაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. ლეგენდარული ირლანდიელი მებრძოლის დამარცხება, ნურმაგომედოვმა მე-4 რაუნდში შეძლო. ხაბიბმა აღნიშნა, რომ ოქტაგონზე მოპოვებული გამარჯვებები მას სიამოვნებას არ ანიჭებს - გამონაკლისი მხოლოდ კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ გამართული ბრძოლა იყო. "კარიერის დასაწყისში მოპოვებული გამარჯვებები გსიამოვნებს და სტიმულს გმატებს. ბოლო პერიოდში მსგავსი გრძნობა აღარ მეუფლება. უკანასკნელის წლების მანძილზე, ოქტაგონზე გავდიოდი და მოწინააღმდეგეებს ვამარცხებდი, მაგრამ ამით სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი." "სიმართლე გითხრათ, გამონაკლისი მხოლოდ 1 ბრძოლა იყო - იმ ბრძოლაში კონორ მაკგრეგორი დავამარცხე, რითიც უდიდესი სიამოვნება მივიღე." "კარიერის მანძილზე არაერთი ბრძოლა მქონია, რომლის დროსაც ვგრძნობი, რომ შემეძლო მოწინააღმდეგისთვის საკმაოდ დიდი ტკივილი მიმეყენებინა მაგრამ ასე არ ვიქცეოდი. არასდროს არ მდომებია, რომ მოწინააღმდეგისთვის რამე მომეტეხა ან რამე დამეშვებინა. დიახ, სპორტის საკმაოდ ბრუტალურ და საბრძოლო სახეობაში ვასპარეზობ მაგრამ მოწინააღმდეგისთთვის დიდი ტკივილის მიყენება ჩემს ინტერესებში არასდროს არ ყოფილა." "როდესაც ვგრძნობ, რომ ვიმარჯვებ ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლები ტკივილი მივაყენო ოპონენტს - გამონაკლისი მხოლოდ ერთი ბრძოლა იყო", - აღნიშნა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.

სხვა სტატიები