ნინო სალუქვაძის უნიკალურ მიღწევას პაუ გასოლი გამოეხმაურა
2 წლის წინ
სხვა
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრი, პაუ გასოლი, ნინო სალუქვაძის უნიკალურ მიღწევას გამოეხმაურა - 53 წლის მსროლელი გახდა პირველი ქალი სპორტსმენი ისტორიაში, რომელმაც 9 ოლიმპიადაზე იასპარეზა:
,,ქართველი ნინო სალუქვაძე გახდა პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც მე-9 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა. ის 53 წლისაა და სეულის 1988 წლის ოლიმპიადის შემდეგ, ყველა ტურნირზე იასპარეზა. სპორტის ლეგენდა!'' - დაწერა ესპანელმა სოციალურ ქსელში.ოლიმპიადაზე 9-ჯერ სულ ორ სპორტმენს აფანასი კუზმინსა (მსროლელი) და ჰუბერტ რაუდაშლს (აფროსანი) უასპარეზიათ. ყველა დროის რეკორდსმენი კი იან მილარია (ცხენოსნობა), რომლის ანგარიშზეც 10 ოლიმპიადაა.
La georgiana Nino Salukvadze se acaba de convertir en la primera mujer en disputar 9 @juegosolimpicos. Tiene 53 años y ha participado en todas las ediciones desde Seúl'88. Leyenda del deporte! 👏🏼👏🏼👏🏼 pic.twitter.com/YDGAskYUJO — Pau Gasol (@paugasol) July 25, 2021