Belive

ნიკა შუშიაშვილი ადრიატიკის ლიგის გამარჯვებულია | ნოვი ბეოგრადი პირველ ტიტულს დაეუფლა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
"ნოვი ბეოგრადმა", რომლის შემადგენლობაშიც ქართველი წყალბურთელი, ნიკა შუშიაშვილი ასპარეზობს, ადრიატიკის ლიგა მოიგო. სერბულმა კლუბმა ფინალში "იადრანი" ანგარიშით 14:11 დაამარცხა.  ფინალუტი მატჩი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. "ნოვი ბეოგრადი" მეტოქეზე უფრო აგრესიულად თამაშობდა, ქმნიდა მეტ საგოლე შანსებს და მეტოქის კარსაც უფრო მეტჯერ დაემუქრა. თუმცა, ანგარიშის განვითარების მიხედვით, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი მესამე მეოთხედში მიღებულმა შედეგმა გადაწყვიტა (1:2, 3:2, 6:3, 4:4). შეხვედრაში, შუშიაშვილმა 2 გოლის გატანა შეძლო - ახალგაზრდა წყალბურთელმა მეტოქის კარი პირველ ნახევარში აიღო.
"ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ და ადრიატიკის თასი ავწიეთ. მიხარია და მეამაყება, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ და გამარჯვების მოპოვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია - წინ სერბეთისა და ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპები გველის. ახალი შემართებითა და უფრო მეტი მოტივაციით ველოდებით სეზონის კულმინაციას, გუნდი ყველა გამოწვევისათვის მზადაა", - აღნიშნა შუშიაშვილმა Live.ge-სთან საუბრისას.
აქვე გეტყვით, რომ ადრიატიკის ლიგის მოგებით, "ნოვი ბეოგრადი" ისტორიაში პირველ ტიტულს დაეუფლა.

სხვა სტატიები