ყაზახეთის ქალაქ ალმატიში, სტარტი აიღო კატედთა მსოფლიოს ჩემპიონატმა.
ტურნირის პირველსავე დღეს 50 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნიკა ბაჩიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რუმინელი ალექსანდრე მატეუ იპონით დაამარცხა.
ხვალ, 26 სექტემბერს საქართველოს სახელს სამი სპორტსმენი დაიცავს. 60 კგ-მდე წონაში იჭიდავებს დავით ბახბახაშვილი. 66 კგ-მდე წონაში დათო დვალიშვილი იასპარეზებს, ხოლო 48 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს სახელს დიანა გაგოშიძე-ფილკინა დაიცავს.