ნიჩბოსნობა | სერჰი იემელიანოვი ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი
17 საათის წინ
სხვა
1 წთ
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია.
პოლონეთის ქალაქ პოზნანში კანოე სპრინტსა და პარაკანოეში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს ნაკრების წევრმა, სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში, 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
მსოფლიოს ჩემპიონატში სხვადასხვა ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
წინა წელს, მსოფლიო ჩემპიონატს იტალია მასპინძლობდა და სწორედ იქ მოიპოვა იემელიანოვმა საქართველოსთვის ისტორიული (პირველი მედალი) ოქრო პარაკაიაკიში - მაშინ სერჰიმ 200-მეტრიანი დისტანცია 40,31 წამში დაფარა.