Belive

ნგანუ საჩემპიონო ბრძოლისთვის განსაკუთრებით ემზადება

2 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC 270-ის მთავარი ბრძოლა ფრენსის ნგანუსა და სირილ განეს შორის გაიმართება. მძიმე წონითი კატეგორიის საჩემპიონო დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის შედგება. მოახლოებული ბრძოლის წინ დაპირისპირება პიკს აღწევს - სირილ განე და მისი გუნდის წევრები, ნგანუს მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ ერიდებიან, "პრედატორი" კი ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს და მოწინააღმდეგეს პასუხი ოქტაგონზე გასცეს. სოციალურ ქსელებში ფრენსის ნგანუს ვარჯიშის ამსახველი კადრები გავრცელდა, რომელმაც სპეკულაციების ახალი ტალღა ააგორა. UFC-ის მიმომხილველებისა და ფანების აბსოლუტური უმრავლესობა ფავორიტად ნგანუს მიიჩნევს. UFC 270-ის ივენთი 2022 წლის 22 იანვარს გაიმართება.

სხვა სტატიები