Belive

ნანა ძაგნიძე: "გამარჯვებას ამირან გამყრელიძეს და ექიმებს ვუძღვნი"

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ლოზანაში გამართული გრან-პრის გამარჯვებული გახდა, რის მერეც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ ამირან გამყრელიძეს მადლობა გადაუხადა. "ლოზანაში გამართული გრან-პრის გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც მსოფლიო პრობლემას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით ადამიანს ადამიანთა შორის ბატონ ამირან გამყრელიძეს! რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა ჩემთვის მძიმე წუთებში. სამი კვირის წინ ჩემმა ჩინელმა კოლეგებმა მთხოვეს, ჩამეწერა მათთვის გასამხნევებელი ვიდეო კოლაჟისათვის წარმატებული სპორტსმენების თანადგომისა. მათ შეძლეს გაემარჯვათ და იმედია ჩვენც ერთად გავიმარჯვებთ!",-დაწერა ძაგნიძემ სოციალურ ქსელში.    

სხვა სტატიები