Belive

ნაგოია ბაშო იწყება | ტოჩინოშინის საწყისი ორი დღის ოპონენტები ცნობილია

2 წლის წინ სხვა
1 წთ
სუმოს სამყარო 2021 წლის რიგით მეოთხე სუპერტურნირის, ნაგოია ბაშოს, მოლოდინშია. აღნიშნული სტარტს 4 ივლისს აიღებს და ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ნაგოია ბაშოზე მონაწილეობას მიიღებს ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინი, რომელიც აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგიდან დააქვეითეს და აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას სტატუსით წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძე თითქმის 7 წელია ასეთ დაბალ პოზიციამდე არ დაქვეითებულა. ტურნირის დაწყებამდე 2 დღით ადრე გამოქვეყნდა საწყისი ორი დღის ორთაბრძოლების სია, რომლის მიხედვითაც ტოჩინოშინის პირველი დღის მეტოქე ახალგაზრდა სუმოისტი, დასავლეთის მე-11 მაეგაშირი კოტონოვაკა იქნება. მეორე საბრძოლო დღეს, ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ჩიომარუს წინააღმდეგ იბრძოლებს. ტურნირზე მონაწილეობას იღებს იოკოძუნა ჰაკუჰოც, რომლის შემთხვევაშიც საყურადღებოა, რომ ლეგენდარულმა სუმოისტმა, 2021 წელს დააანონსა, რომ ივლისის ბაშო მისთვის უკანასკნელი იქნება. ჰაკუჰო პირველ დღეს მეისეის, მეორე დღეს კი ენდოს შეხვდება. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საკარანტინო წესების დარღვევის გამო, იაპონურმა სუმოს ასოციაციამ ოძეკი ასანოიამა დასაჯა - გადაწყვეტილების თანახმად, იაპონელი მებრძოლი მომდევნო 6 ბაშოს განმავლობაში დისკვალიფიცირდა.

სხვა სტატიები