მზიურის სტადიონზე betlive TEQBALL CUP გაიმართა
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
2 სექტემბერს მზიურის სტადიონმა betlive TEQBALL CUP-ს უმასპინძლა.
ტურნირში 16 წყვილმა იასპარეზა, სადაც თითო წყვილს ერთი პროფესიონალი ფეხბურთელი და ერთი კრეატორი შეადგენდა. TEQBALL CUP-ზე მანდრეინი, GIGI ON THE ROAD, ანდრო ხელაძე, გიორგი ფოფხაძე და სხვა კრეატორები მონაწილეობდნენ - გამარჯვებული კი მიშო მუშკუდიანისა და სოსო მალანიას წყვილი გახდა.
შეჯიბრი ტექბოლის ფედერაციასთან კოლაბორაციით გაიმართა და გულშემატკივარმა საინტერესო სანახაობა იხილა.
აღსანიშნავია, რომ ტექბოლის ტურნირი ზედიზედ მეორედ ტარდება. შარშან ჩემპიონატში betlive მასტერ ლიგის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. მზიურის სტადიონზე გამართულ ტურნირზე გამარჯვება ველის გუნდმა იზეიმა.