Belive

"მსუბუქი წონის საუკეთესო მებრძოლი ცარუკიანია" - ხაბიბ ნურმაგომედოვი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

მას შემდეგ, რაც ილია თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა, მისი მომავალი მეტოქის შესახებ ბევრი ჭორი ვრცელდება. ყველაზე მეტად, პადი პიმბლეტისა და არმან ცარუკიანის ვარიანტი განიხილება. არსებობს ჯასტინ გეიჯისთან დაპირისპირების იდეაც, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

იმის გათვალისწინებით, რომ ცარუკიანი მსუბუქი დივიზიონის რეიტინგში ჩემპიონთან ყველაზე ახლოსაა, სომეხი სატიტულო ბრძოლის მთავარი კანდიდატია. ილიასა და არმანის შესაძლო ჩხუბზე ხაბიბმა ისაუბრა და ამ დაპირისპირებაში ფავორიტად სომეხი დაასახელა.

საუკეთესო მსუბუქწონოსანი ცარუკიანია. მათი ბრძოლა 80%-20%-ზე იქნება, ფავორიტი არმანია. ოლივეირასა და ჰოლოუეის ჭიდაობის დონეზე ყველამ კარგად ვიცით. ის ფაქტობრივად არ არსებობს. თოფურია ჯერ არ შეხვედრია ისეთ ბიჭს, რომელიც ჭიდაობს. ის მხოლოდ დამრტყმელებს შეებრძოლა. თუ არმანი დიდ სახელს დაამარცხებს, ილიას სად დამალავენ. ამას ვერ შეძლებენ. - განაცხადა ხაბიბმა

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონი ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გახდა. ბრაზილიელი მეტოქე "მატადორმა" პირველივე რაუნდში გათიშა.

რაც შეეხება არმანს, სომეხს დიდი ხანია არ უჩხუბია. მას ბოლო ბრძოლა მსუბუქი წონის ქამარზე მახაჩევის წინააღმდეგ ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა, ჩხუბს რამდენიმე საათით ადრე ჩაეხსნა.

სხვა სტატიები