"მრცხვენია, მათ რიგებში მარტო მწვრთნელი ვიცოდი" - რუმინელი ვეტერანი საქართველოსთან მატჩს ეხმაურება
3 წლის წინ
სხვა
1 წთ
"მე მრცხვენია იმის თქმის, თუ როგორ ვგრძნობ ახლა თავს. საქართველოს რომ კალაძის და არველაძის დროს მოეგო, ვერაფერს ვიტყოდით, მაგრამ ახლა მხოლოდ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ვიცნობ. თუ პოზიტიურ მხარეზე უნდა ვისაუბრო, შევაქებდი იანის ჰაჯის, სორესკუს და ივანს. არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ როზვან მარინმა ეს პენალტი ვერ გამოიყენა. შესაძლოა, ამ ცივი შხაპის შემდეგ, მოთამაშეებმა გაიღვიძონ და ინგლისთან კარგი შედეგი მიიღონ", - თქვა ნიკულაემ.ლისაბონის "სპორტინგის", "მაინცის" და ლიეჟის "სტანდარტის" ყოფილ თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში ნაკრების მაისურით 44 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი და საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ 4-ჯერ ითამაშა, საიდანაც მისმა გუნდმა სამი შეხვედრა მოიგო, ერთში კი ფრეს დასჯერდა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ შეხვედრას 6 ივნისს, კვლავაც ამხანაგურად, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.