Belive

"მოწინააღმდეგეს ჩემი სტილი უნდა მოვახვიო თავს" - დვალიშვილი სეხუდოსთან ბრძოლაზე

3 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ. მერაბ დვალიშვილს წინ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის. მისი მოწინააღმდეგე ყოფილი ორმაგი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო იქნება. აქვე გეტყვით, რომ სეხუდო მესამე ყოფილი ჩემპიონი ვიქნება ვისაც მერაბი შეებრძოლება. დიდი ალბათობაა, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვების შემთხვევაში, დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლა მიიღებს.

"მანქანამ" თავის მომავალ ჩხუბზე ვატო ღვინჯილიას პოდკასტში ისაუბრა.

ყოველდღიურად ვვარჯიშობ. შაბათ-კვირასაც არ ვისვენებ. ყველა ბრძოლისთვის განსხვავებულად ვემზადები, რადგან ყველა მოწინააღმდეგეს ინდივიდუალური სტილი აქვს. ამ შემთხვევაში უფრო მეტად ჭიდაობაზე ვარ ორიენტირებული. სეხუდო გამოცდილი და ჭკვიანი მებრძოლია. ის UFC-ის ორი წონის და ოლიმპიური ჩემპიონია. თუმცა, ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. მოწინააღმდეგეს ჩემი სტილი უნდა მოვახვიო თავს, მე უნდა დავესხა თავს და პირველი ნომერი მე უნდა ვიყო. - განაცხადა მერაბმა

იმავე საღამოს იბრძოლებს ილია თოფურიაც, რომლის მოწინააღმდეგე ალექს ვოლკანოვსკი იქნება. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქართველი UFC-ის ქამრისთვის იჩხუბებს.

ისტორიაში პირველად ქართველი UFC-ის ქამრისთვის იბრძვის. მისი მოწინააღმდეგე ალექს ვოლკანოვსკია. ის UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. დღესდღეობით UFC-ში ვოლკანოვსკი ჩემი ფავორიტი მებრძოლია. ეს ილიასთვის, საქართველოსთვის და ესპანეთისთვის უმნიშვნელოვანესი ბრძოლაა. მიუხედავად იმისა, რომ ილია ერთ-ერთ საუკეთესოს ხვდება, მე მის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. ილიასთან საერთო ვარჯიშიც მაქვს ჩატარებული და ის არასდროს ტყდება, საოცარი სპორტსმენია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონი გახდება. - განაცხადა დვალიშვილმა პოდკასტში საუბრისას

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ბრძოლა 18 თებერვალს გაიმართება.

სხვა სტატიები