Belive

მოთხილამურეს ხტომის დროს ჰაერში მარცხენა თხილამური გასძვრა | VIDEO

10 საათის წინ სხვა
1 წთ

მილანი და კორტინა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადას მასპინძლობენ, ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირები არაერთ საინტერესო და განსხვავებულ ეპიზოდებს გვთავაზობენ და იტალიის ქალაქებშიც არაერთ მსგავს მომენტს ველოდებით.

დღეს, მოთხილამურე სარა ჰოფლინს ლივინიოს ტრასაზე ხტომის დროს ჰაერში მარცხენა თხილამური გასძვრა და რასაკვირველია მისთვის დაშვებაც ძალიან რთული გამოდგა, სხვადასხვა წყაროს ცნობით შვეიცარიელი სპორტსმენი მძიმე დაზიანებებს გადაურჩა და მას მხოლოდ მცირედი დაზიანებები აღენიშნება. ის ორშაბათს ფინალში მოხვედრას კიდევ ერთხელ შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიადა გუშინ 6 თებერვალს დაიწყო და 22 თებერვლამდე გაგრძელდება.

სარა ჰოფლინის მომენტი კი შეგიძლიათ ამ ვიდეოში ნახოთ:

სხვა სტატიები