Belive

მორიგი სკანდალი UFC-ში | ფერგიუსონი მაკგრეგორს ვალის დაბრუნებას სთხოვს

4 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის სახელოვანი მებრძოლი - ტონი ფერგიუსონი, კონორ მაკგრეგორსა და მისი ინტერესების დამცველ კომპანიას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და დაახლოებით 500.000 აშშ დოლარის გადახდას სთხოვს. ფერგიუსონის მტკიცებით, Paradigm Sports Management-თან, რომელიც UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მებრძოლის ინტერესებს იცავს შეთანხმება იყო მიღწეული. შეთანხმების თანახმად, ტონი ფერგიუსონისა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლა უნდა გამართულიყო. ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ Paradigm Sports Management-მა შეთანხმების პირობები დაარღვია, რის გამოც 500.000 აშშ დოლარი ეკუთვნის.

მაისში, UFC 249-ის ეგიდით გამარტულ ბრძოლაში, ტონი ფერგიუსონი ჯასტინ გეიჯისთან დამარცხა. ამერიკელი მებრძოლი ოქტაგონს UFC 256-ის ივენთზე დაუბრუნდება და ჩარლზ ოლივეირას დამარცხებას შეეცდება.

სხვა სტატიები