Belive

"მომავალი ჩემპიონი" - MMA-ს გულშემატკივრების რეაქციები თოფურიას გამარჯვებაზე

10 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. "მატადორმა" 5 რაუნდიან ბრძოლაში ძალიან გამოცდილი ჯოშ ემეტი უდიდესი უპირატესობით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს კარიერის განმავლობაში თოფურიასთვის მე-14 გამარჯვება იყო. შეგახსენებთ, რომ ილია დაუმარცხებლის სტატუსს კვლავ ინარჩუნებს.

ილიას პერფორმანსმა MMA-ს გულშემატკივარში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ქართველი მებრძოლი ხუთივე რაუნდში დომინირებდა და ამის კვალი მეტოქის სახეზეც კარგად ჩანდა. დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ფანები სოციალურ ქსელში აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

ასე ხდება, როდესაც მრავალფეროვანი მებრძოლი ნაკლებად გამოცდილ მებრძოლს ხვდება - სისხლის აბაზანა!

"მომავალი ჩემპიონი"

"მინდა ვნახო ილია პიმბლეტს სიზმრებში როგორ გაგზავნის"

"დანაშაული იქნება თუ ეს ბიჭი სატიტულო ბრძოლას არ მიიღებს"

"მატადორი" ყველას ანადგურებს ვინც კი წინ გადაეღობება" - ასე გამოეხმაურა გულშემატრკივარი ილიას გამარჯვებას ემეტთან.

აშკარაა, რომ თოფურიამ ემეტის დამარცხებით საჩემპიონო ბრძოლაზე დიდი განაცხადი გააკეთა. "მატადორს" სამი სავარაუდო მეტოქე ეყოლება, ესენი არიან: ბრაიან ორტეგა, მაქს ჰოლოუეი და როდრიგესი-ვოლკანვსკის წყვილიდან ერთ-ერთი.

სხვა სტატიები