Belive

"მოდით ვიყოთ გულწრფელები, არმანი ბრძოლას კიდევ დიდი ხანი ვერ მიიღებს" - მახაჩევი

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევმა UFC-ს მაჩმეიქერები გააკრიტიკა. როგორ ჩანს დაღესტნელს მათი ლოგიკა არ ესმის და თვლის, რომ ცარუკიანის სატიტულო ბრძოლის მიღმა დარჩენა არასწორია. ისლამმა ისიც ახსნა, რომ სომეხს მინიმუმ ერთი წელი ჩხუბი გარეშე დარჩენა მოუწევს.

შესაძლოა ორგანიზაციას ჩემი სიტყვები არ მოეწონოს, მაგრამ უფრო და უფრო მეტ ბრძოლას ნიშნავენ, რომელიც არ მესმის. რა თქმა უნდა ცარუკიანს სატიტულო ჩხუბი უნდა მიეღო. მოდით ვიყოთ გულწრფელები, არმანი ბრძოლას კიდევ დიდი ხანი ვერ მიიღებს. თუ პიმბლეტისა და გეიჯის შორის გამარჯვებული თოფურიას მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ არმანი მინიმუმ ერთი წელი იუქმებს. ეს რთულია. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა

შეგახსენებთ, რომ ილიამ მსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური გახადა და ახლა მისი მფლობელის ვინაობას პიმბლეტი და გეიჯი გაარკვევენ. ბევრი გულშემატკივრის აზრით, ამ მებრძოლთაგან ერთ-ერთი არმან ცარუკიანი უნდა ყოფილიყო.

სხვა სტატიები