Belive

"მჯერა, რომ ხაბიბს ისლამისთვის ილიას არიდება შეუძლია" - ჩელ სონენი

7 თვის წინ სხვა
1 წთ

ლეგენდარული მებრძოლი ჩელ სონენი ხაბიბ ნურმაგომედოვის განცხადებას გამოეხმაურა. ხაბიბი ამბობს, რომ არმანი ისლამისთვის მეტად ანგარიშგასაწევია ვიდრე ილია.

სონენს ამ სიტყვებზე საკუთარი აზრი აქვს. ამერიკელი ფიქრობს, რომ ხაბიბი ილიას უარს ამ გზით ეუბნება.

ხაბიბი ამბობს - არა. როგორ შეიძლება უარყოთ ის ფაქტი, რომ დაუმარცხებელი ჩემპიონი ნომერ პირველი კანდიდატია? მჯერა, რომ ხაბიბს ისლამისთვის ილიას არიდება შეუძლია. ერთადერთი რაც ხაბიბს არ გამოუვა, ცარუკიანის საჩემპიონო ჩხუბში ჩართვა იქნება. - ამბობს ჩელ სონენი

შეგახსენებთ, რომ ილია მახაჩევთან ბრძოლის სურვილს, ჯერ კიდევ ქვემსუბუქ წონაში ასპარეზობისას გამოთქვამდა. მსუბუქ წონაში ოფიციალურად გადასვლის შემდეგ, მახაჩევი თოფურიასთან ჩხუბზე უარს ნათლად აცხადებს.

სხვა სტატიები