"მიზეზები აღარ იქნება, აგვისტოში გნახავ" - იან გარი მახაჩევს მიმართავს
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
იან გარი ისლამ მახაჩევის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დაღესტნელი ილია თოფურიას ბრძოლის ჩახსნაზე საუბრობს. როგორც ისლამი ამტკიცებს, "მატადორმა" ისლამთან ჩხუბისთვის დიდი თანხა მოითხოვა და სწორედ ამიტომ მათი დაპირისპირება ვერ შედგა. საინტერესოა ისიც, რომ თავად ისლამის გუნდის წევრებმა, თეთრ სახლში ბრძოლაზე უარის მიზეზად, მახაჩევის ხელის ტრავმა დაასახელეს.
სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება გარიმ საკუთარ პოსტში.
ანუ შენი ხელი ჯანმრთელადაა? მიზეზები აღარ იქნება, აგვისტოში გნახავ. - წერს იან გარი
So your hand is fine then? No more excuses see you August. https://t.co/OixZzxr4IL
— “The Future” Ian Machado Garry (@iangarryMMA) April 7, 2026
შეგახსენებთ, რომ იან გარი ძალიან დიდი ხანია მახაჩევთან დაპირისპირებას ითხოვს. მასთან ბრძოლისთვის სპეციალურად საქართველოშიც ჩამოვიდა, რომ ჭიდაობაში მომზადებულიყო.