Belive

"მინდა მუხლი ჩავარტყა და პატარა ცხვირი გავუტეხო" - ო'მალი თოფურიაზე

2 თვის წინ სხვა
1 წთ

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო'მალიმ პრეტენზია ორი წონის ჩემპიონობაზე გამოთქვა. ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა, მას შემდეგ, რაც ილია თოფურია გამოჩნდა ეს ყველაფერი უფრო აქტუალური გახდა. "შუგამ" კარგად იცის, რომ დიდი ალბათობით ქართველთან მოუწევს დაპირისპირება და ამისთვის მზად არის. ო'მალიმ მედიასთან თოფურიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მინდა ორი წონის ჩემპიონი გავხდე. ილიას აქვს სახე, რომელსაც მინდა მუხლი ჩავარტყა და პატარა ცხვირი გავუტეხო. სულ ეს არის. დიდი ალბათობით, კალიფორნიაში ილიასა და ვოლკანოვსკის ბრძოლას დავესწრები. ძალიან მაგარი სანახაობა იქნება.

როდესაც ყველაზე ტექნიკურ და მრავალმხრივ მებრძოლზე ვფიქრობ, პირველი თოფურია მახსენდება. ის ძალიან საშიშია და ერთ-ერთი საუკეთესოა. ვფიქრობ, არ არსებობს საბრძოლო ასპექტი, რომელშიც ცუდად გამოიყურება. ძალიან, ძალიან საშიშია, თუმცა, ვფიქრობ, რომ მისი გათიშვა შემიძლია. - განაცხადა შონ ო'მალიმ
View this post on Instagram

A post shared by FirstSportz MMA (@firstsportzmma)

ილია თოფურიასა და ალექს ვოლკანოვსკის დაპირისპირება 18 თებერვალს შედგება. შეგახსენებთ, რომ იმავე საღამოს მერაბ დვალიშვილიც იბრძვის, რომლის მეტოქე ჰენრი სეხუდო იქნება.

სხვა სტატიები