"მინდა ალექს ვოლკანოვსკის ეს ვერსია თოფურიას წინააღმდეგ ვნახო" - დემეტრიუს ჯონსონი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ქვემსუბუქი წონის ქამრის დაბრუნების შემდეგ, ალექს ვოლკანოვსკის ქამარში ბევრი ეცილება. თუმცა, აქედან ილია თოფურია არცერთია. მიუხედავად იმისა, რომ "ლეგენდამ" დივიზიონი შეიცვალა და ახლა მსუბუქ წონაში ასპარეზობს, დემეტრიუს ჯონსონს ილია-ვოლკის მეორე ჩხუბის ხილვა სურს.
მინდა ალექს ვოლკანოვსკის ეს ვერსია ილიას წინააღმდეგ ვნახო. ვფიქრობ ახლა ეს დაპირისპირება განსხვავებული იქნება. - განაცხადა Mighty Mouse-მა
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონის ტიტული ილია თოფურიამ სწორედ ალექს ვოლკანოვსკის წინააღმდეგ მოიპოვა. მას შემდეგ ავსტრალიელს ბრძოლა არ ჩაუტარებია და ტიტულის დაბრუნება პირველივე ცდაზე შეძლო.