Belive

მეტელკინა/ბერულავას წყვილმა მოკლე პროგრამა მეორე ადგილზე დაასრულა

2 საათის წინ სხვა
1 წთ

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში ქართულმა წყვილმა, ანასტასია მეტელკინამა და ლუკა ბერულავამ, სპორტული ცეკვების მოკლე პროგრამა ბრწყინვალედ შეასრულეს და დღე მეორე ადგილზე დაასრულეს. ქართულმა წყვილმა მსაჯებისგან 75.46 ქულა დაიმსახურა.

მედლებისთვის სულ 19 წყვილი იბრძოდა, თუმცა ყველაზე დაბალი შეფასების მქონე სამი წყვილი უკვე გამოეთიშა ასპარეზობას. ხვალ კვალიფიცირებული 16 წყვილი თავისუფალ პროგრამას წარადგენს და გაირკვევა მედლების ბედიც. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ზამთრის ოლიმპიადებზე არასდროს მოუპოვებია მედალი - ასე რომ, ქართული წყვილის მაღალი რეიტინგის ფონზე, შესაძლოა, ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული მედალი დაიმსახუროს.

სხვა სტატიები