Belive

მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

მერი არაბიძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველი მოჭადრაკე მონტენეგროს ქალაქ პეტროვაცში გამართული ევროპის ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებულია. 29 წლის მოჭადრაკე მეორე ქართველი ქალია, რომელმაც აღნიშნული ტიტული მოიპოვა. არაბიძემ ტურნირზე დაუმარცხებლად იასპარეზა და 11 შესაძლებლიდან 8,5 ქულის მოპოვება შეძლო.

მერი ასევე 2015 წლის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული, საჭადრაკო ოლიმპიადისა და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი არის.

შეგახსენებთ, რომ პირველად კონტინენტის ჩემპიონის ტიტული 2017 წელს ნანა ძაგნიძემ მოიპოვა.

სხვა სტატიები