"მერაბზე ბევრად მეტი და უკეთესი უნარი მაქვს" - შონ ო'მალი
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
შონ ო'მალი ამბობს, რომ მერაბ დვალიშვილის მეორე ბრძოლაში დამარცხებას აუცილებლად შეძლებს. "შუგას" თქმით, პირველ ჩხუბში სათანადოდ მოზადების საშუალება არ მიეცა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და ო'მალი გამარჯვებას აპირებს.
ახლა მქონდა საშუალება, რომ ამ ბრძოლისთვის სწორად მოვმზადებულიყავი. წინა ბრძოლაში ეს არ მოხერხდა, მაგრამ გამარჯვებაში მაინც დარწმუნებული ვიყავი. უნარების გათვალისწინებით ვიცი, რომ მერაბის დამარცხება შემიძლია. მე უკეთესი და უფრო მეტი უნარი მაქვს. ის ძალიან გამოცდილია და გამარჯვებისთვის გზას სულ პოულობს. მერაბსაც აქვს კარგი უნარები, მაგრამ ბევრ ხვრელს ვხედავ. სწორი მომზადებით მისი დამარცხება შეიძლება. - განაცხადა ო'მალიმ
შეგახსენებთ, რომ მათი ბრძოლა ნიუ ჯერსიში გაიმართება. ეს დაპირპსირება თბილისის დროით 8 ივნისს, გამთენიისას დაიწყება.