Belive

"მერაბთან ბრძოლისთვის სერიოზულად ვემზადებით" - ტიმ ველში

3 თვის წინ სხვა
1 წთ

15 სექტემბრამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ქართველი გულშემატკივარი UFC-ში მეორე ქართულ საჩემპიონო ბრძოლას იხილავს. ტიტულის მოპოვებას მერაბ დვალიშვილი შეეცდება, რომლის მეტოქე შონ ო'მალი იქნება.

მებრძოლებს შორის დიდიხანია დაძაბული ურთიერთობაა. მერაბს უთანხმოება ო'მალის მწვრთნელთანაც აქვს თუმცა, ველშმა ამჯერად დვალიშვილის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

მერაბი ნამდვილი ცხოველია. დამსახურებული 10-გამარჯვებიანი სერია აქვს. მან პიოტრ იანი დაამარცხა. 25 წუთის განმავლობაში, ზიანის მიყენების გარეშე იანის ცემა წარმოუდგენელია. მერაბმა ალდოც დაამარცხა და სეხუდო ისე მოისროლა იფიქრებდი, რომ ჭიდაობა საერთოდ არ იცოდა. დვალიშვილის კარდიო ყველას ანერვიულებს. მასთან ბრძოლისთვის სერიოზულად ვემზადებით. - განაცხადა ო'მალის მწვრთნელმა

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მერაბისა და ო'მალის ჩხუბი 15 სექტემბერს, თბილისის დროით, გამთენიისას იქნება. ბრძოლა ლას ვეგასში, Sphere-ში არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები