"მერაბს 2026 წელი უკვე დაგეგმილი აქვს და იცის ვის უნდა შეხვდეს" - ჯონ ვუდი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი ამბობს, რომ "მანქანამ" მომავალი წელი უკვე დაგეგმა. 2026 წელს ჩემპიონს მე-5 ქამრის დაცვაც სურს და დაახლოებით თარიღიც იცის როდის იბრძოლებს.
მომავალი წელი უკვე დაგეგმილი აქვს. უკვე იცის როდის უნდა ბრძოლა. დანამდვილებით გეტყვით, რომ მერაბისთვის ეს რეკორდი საკმარისი არ იქნება და თავისივე შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება. გარანტიას გაძლევთ, რომ მერაბს ამის გაკეთება შეუძლია. - ამბობს ჯონ ვუდი
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა 5 ოქტომბერს კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ გაიმარჯვა და ქამარი მესამედ დაიცვა. ამ ბრძოლიდან დაახლოებით 2 კვირაში მერაბმა მეორე ბრძოლა მიიღო და 6 დეკემბერს პიოტრ იანს შეხვდება. თუ დვალიშვილი ამ ბრძოლასაც მოიგებს, ერთ წელიწადში მე-4 სატიტულო დაცვა ექნება, რაც საუკეთესო შედეგია.