Belive

"მერაბმა უმართან ბრძოლაში გამარჯვების მოპარვა შეძლო" - შონ ო'მალი

6 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ჩხუბამდე 6 დღე რჩება. დვალიშვილის შემდეგ, ESPN MMA-მ "შუგასთან" ინტერვიუც გამოაქვეყნა. ამერიკელს ზუსტად იგივე მოლოდინი აქვს, რაც წინა ჩხუბში. ფიქრობს, რომ მერაბს დაანოკაუტებს და ასე მოიგებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მერაბის მიერ უმარის დამარცხებით, შონი აღფრთოვანებული დარჩა.

მერაბი ცხოველია, ნამდვილი მხეცი. მისი ბოლო ბრძოლა ძალიან შთამბეჭდავი იყო. უმარი კარგია და მერაბს მასთან ყველაზე მხიარული ჩხუბი ჰქონდა. ახლო ბრძოლა იყო და მერაბმა ბოლოში გამარჯვების მოპარვა შეძლო. - განაცხადა შონ ო'მალიმ

დვალიშვილი-ო'მალის მეორე ბრძოლა 8 ივნისს გამთენიისას დაიწყება. შეგახსენებთ, რომ მერაბისთვის ეს მეორე ქამრის დაცვა იქნება.

სხვა სტატიები