"მერაბ შენ სიამაყით გვავსებ" - ილია თოფურია
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი წარმატებით დაიცვა. "მანქანამ" 5-რაუნდიან დაპირისპირებაში უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.
მერაბის ამ გამარჯვებას გამოეხმაურა ილია თოფურია, რომელმაც დვალიშვილს გამარჯვება სოციალურ ქსელში მიულოცა.
მერაბ, ჩემი ძმაო, რა მებრძოლი ხარ! შენ ჩვენ სიამაყით გვავსებ. აი, ეს ხდება, როდესაც დაღესტნური ჭიდაობა ქართლ ჭიდაობას ხვდება. - წერს ილია თოფურია
Merab, my brother, what a fighter you are! You make us feel so proud. This is what happens when Dagestani wrestling meets Georgian wrestling 👏🏻🇬🇪
— Ilia Topuria (@Topuriailia) January 19, 2025
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მერაბი UFC-ის რეკორდსმენი გახდა. მან ლეგენდარული ჯორჯ სენ-პიერის გდებების რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც 90 თეიქდაუნი ჰქონდა შესრულებული. მერაბ დვალიშვილმა GSP-ის რეკორდი ორით გააუმჯობესა.