Belive

მერაბ დვალიშვილის კიდევ ერთი მუქარა ნურმაგომედოვს

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა, დაღესტნელი მებრძოლი, უმარ ნურმაგომედოვი ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა და მას კიდევ ერთხელ დაემუქრა. მერაბი გააბრაზა იმ ფაქტმა, რომ უმარმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: 'ჩინელმა სონგ იადონგმა დეკემბერში ჩემთან შეხვედრაზე უარი ტრავმის გამო თქვა' - დვალიშვილი მიიჩნევს, რომ უმარმა იცრუა და სოციალურ ქსელში ამ თემას გამოეხმაურა.

არ შეგაცდინოთ უმარის პირიდან წამოსულმა სიცრუემ. იადონგს ბრძოლაზე უარი არ უთქვამს, ის მზად იყო, თუმცა უმარს ხელი არაფერზე მოუწერია. გააგრძელე სისულელეების ლაპარაკი, რადგან კიდევ ბევრი მუშაობა და სხვებთან ბრძოლა გჭირდება იმისთვის, რომ ნომერ პირველი გახდე.

ყველამ იცის, რომ UFC საჩუქარს გიკეთებს და საჩემპიონო ბრძოლას არ იმსახურებ. ვერ ვითმენ იმ მომენტამდე, როცა სახეს გაგიერთიანებ იმ ტყუილებისთვის, რომელსაც ავრცელებ. - წერს მერაბ დვალიშვილი X-ზე

მერაბსა და უმარს შორის, ისევე როგორც ზოგადად ქართველ მებრძოლებსა და დაღესტნელებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. უმარი დვალიშვილთან საჩემპიონო ბრძოლას ითხოვს და ამბობს, რომ ქართველი ამ ჩხუბს გაურბის.

მას შემდეგ, რაც UFC 306-ზე დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი გადაიბარა, მერაბის გამარჯვებების სერია 11-დე გაიზარდა.

სხვა სტატიები